„მევიდა ბიძინეო, ჭამე, სვი და იძინეო“ - ქუთაისელი კოლორიტის სიმღერა

ქუთაისის კოლორიტმა, მომღერალმა თამაზ მონიავამ „ზარმაც მეოცნებეებსა“ და „ბიძინას კოალიციას“ სიმღერა „გზავნილი“ მიუძღვნა.

თამაზ მონიავა ეხმიანება ბოლო დროს ქუთაისში გავრცელებულ გამონათქვამს: „მევიდა ბიძინეო, ჭამე, სვი და იძინეო“, მომღერალი ამბობს: „ეს თითქოს სასაცილოა, მაგრამ ქართველი ხალხის უმეტესობა ასე ფიქრობს, რომ ვიღაცამ უნდა აჭამოს და ასვას და ხელი არ უნდა გაანძრიოს“...