სტეფანე - "იმის რწმენა მომცეს, რომ სახლში არ უნდა ვიჯდე"

სტეფანე "X ფაქტორმა" სულ  სხვა კუთხით წარმოაჩინა. ის ამას "რუსთავი 2"-ის პროდიუსერებს "აბრალებს". 

- რა შეცვალა "X ფაქტორმა"?
- "X ფაქტორმა" თავთან დამოკიდებულება შემაცვლევინა. აქ იმის რწმენა მომცეს, რომ სახლში არ უნდა ვიჯდე.
- ეს რწმენა გაკლდა?
- რაღაც მომენტში ვგრძნობდი, რომ აქამდე, სხვადასხვა არხების პროექტებში მუშაობისას, ადეკვატური მხარდაჭერა არ მქონდა. "ვოისი" კარგი პროდუქტია, მაგრამ არ იყო რეიტინგული. ადეკვატური მხარდაჭერა ახლა მაქვს და ეს "რუსთავი 2"-მა გააკეთა. "რუსთავი 2" დიდი სუპერპროფესიონალების გუნდია.
ეს იქ ყველამ იცის. ასეთ ფონს არხის ხელმძღვანელობა და მთავარი პროდიუსერები ქმნიან. "X ფაქტორი" ყველაზე რეიტინგული შოუა. დღეს რეიტინგი 19-20 ძალიან ბევრია. შედარება რომ გავაკეთო, "X ფაქტორში" სტაფიდან 8 კაცი თუ შეიძლება დაგეხმაროს, იქ საქმეს მარტო ვაკეთებდი, რაც ძალიან რთულია.