როგორი საპატარძლო კაბაა უფრო მოდური?

რეტროსილუეტი, ფუტურიზმი, მინიმალიზმი თუ ეპატაჟური მინი – რაც არ უნდა მოიგონონ დიზაინერებმა კლასიკური საპატარძლო კაბის სანაცვლოდ, ტრადიციული ფერი არასდროს გავა მოდიდან. თეთრი საპატარძლო კაბა ყოველთვის ყველაზე მოდურია საქორწილო კაბებს შორის. წელს კი განსაკუთრებულად აქტუალურია ქალური და ნაზი ფორმის, ერთი შეხედვით სადა კაბები. 


მაქმანები, რომელიც კლასიკურ კაბას ერწყმის, წლის მთავარი ტენდენციაა. აქტუალურია მთლიანად ტანზე მომდგარი კაბა, რომელიც სხეულის ფორმებს უსვამს ხაზს. უფრო ზურგის მოშიშვლებაა ტრენდული, ვიდრე დეკოლტესი. გამჭვირვალობაც აქტუალურია და თუ პატარძალს სითამამე ეყოფა, რაც უფრო ემტი გამჭვირვალე დეტალი იქნება მის კაბაში, მით უკეთესი. 

თავზე გვირგვინი წელს სუპერმოდურია. ეს დეტალი კი ყველაზე მეტად საპატარძლო კაბას უხდება. ასე რომ, შეაჩერეთ მასზე არჩევანი. 

რაც შეეხება დიზაინერებს, წელს ყველაზე მოდური დიზაინერები საპატარძლო კაბების სეგმენტში ელი სააბი და ზუჰაირ მურადი. დაათვალიერეთ მათი 2014 წლის საპატარძლო კოლექციები და შეარჩიეთ სასურველი კაბის სტილი.