"იდგეს ღარიბაშვილი და აბრიალოს თვალები!" - განო მელითაური მთავრობის ნარკოპოლიტიკაზე

საქართველოს "შავ ბაზარზე" ახალი, ძალიან საშიში ნარკოტიკი გამოჩნდა. ეს დაფასოებული ნიადაგია, რომელიც მძიმე ნარკოტიკული საშუალებების ნარჩენებით არის გაჯერებული.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რეალიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაიდუმლოებულ ტერიტორიას მიაგნეს, სადაც უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ფსიქოაქტიური ნივთიერებები ნადგურდებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას და მთავრობის ნარკოპოლიტიკას "ფეისბუქით" ეხმაურება კინორეჟისორი და ტელეწამყვანი განო მელითაური. 


"იდგეს ღარიბაშვილი და აბრიალოს თვალები!!!!! დაიჭიროს ინფანტილური დაქლიავებული ქეშები თავის წილი ბოლის მოხმარებისთვის და არ დაუშვას დეკრიმინალიზაცია, ქვეყანაში სადაც ალტერნატივა პირდაპირ გაუთხრის საფლავს გაუნათლებელ ცნობისმოყვარე ახალგაზრდებს, რომლებსაც ვიღაც განდონი ტოქსინებით, ნავთით და ვადაგასული 

ფსიქოტროპული წამლებით გაჯერებული მიწის კოქტეილს მიჰყიდის კაპიკებში! დეგრადირებული კანონები, დეგრადირებული ბარიგები და დეგრადირებული აგონიაში მყოფი მომხმარებელი საზოგადოების ატროფიული მდგომარეობაა, დამახინჯებული დასტრესილი დათრგუნული მენტალიტეტით, მთავრობა, რომელიც ქიმერული ბოლის დევნაში მეოცნებე ადამიანების ცხოვრებას ამახინჯებს, ვერ ხვდება, რომ აღკვეთილი თავისუფლებით მათ უარეს ნარკომანებად, კაცობრიობაზე დაბოღმილ აგრესორებად და შურისმაძიებელ ჯალათებად აქცევს", - წერს განო