ორგანიზმის გაწმენდა 24 საათიანი შიმშილობით

თქვენი 24 -საათიანი შიმშილობა უნდა გაგრძელდეს საუზმიდან საუზმემდე, ან ვახშმიდან ვახშმამდე. ამასთან ერთად თავი უნდა შეიკავოთ ნებისმიერი მყარი საჭმლისა და ხილისაგან, აგრეთვე ხილისა და ბოსტნეულის წვენებისაგან. ასეთი შიმშილობა სრული შიმშილობის სახელითაა ცნობილი და ამ როს მხოლოდ გამოხდილ წყალს სვამენ.

მხოლოდ ერთი გამონაკლისია დასაშვები 24 საათიანი შიმშილობისას. თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ერთი ჭიქა გამოხდილ წყალში გახსნათ ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, ან ლიმონის წვენი. ეს გააძლიერებს შხამებისა და ლორწოს დაშლის პროცესს. ეს იმიტომ კი არ კეთდება, რომ „ძალა შეინარჩუნოთ“, არამედ წყალი რომ უფრო გემრიელი გახდეს და როგორც უკვე მოგახსენეთ, ლორწოსა და ტოქსიკურ ნივთიერებათა თირკმელების ფილტრში უფრო იოლი გატარებისათვის.


ერთდღიან შიმშილობაში თირკმელებს ყველაზე დიდი როლი ეკისრება, ისევე, როგორც 36 საათიან, შვიდ-ათდღიან შიმშილობათა დროს. აი, რატომაა აუცილებელი ნებისმიერი შიმშილობის დროს ბლომად გამოხდილი წყლის სმა.

უნდა შეიგრძნოთ, რომ ერთდღიანი შიმშილის დროსაც კი ორგანიზმს ისუფთავებთ. იმის შეგნებამ, რომ უბერებელ, სნეულებათა და აღლილობისაგან დაზღვეულ სხეულს იქმნით, უნდა განაპირობოს თქვენი უდიდესი მხნეობა შიმშილობისას. თავიდან მოიცილეთ შიმშილობის დროს საკუთარი თავისადმი სიბრალულის გრძნობა, ნებისმიერი უარყოფითი ემოცია. ყოველდღიურად , შიმშილობისას, საკუთარ თავს უნდა ჩასჩიჩინებდეთ:

- დღეს ჩემი სხეული ბუნებას მივაბარე. მე ბუნებას მივანდე ჩემი შინაგანი განწმენდა-განახლება;
- სიმშილობის ყოველ წუთს ორგანიზმიდან სახიფათო შხამებს ვერეკები. ყოველ საათს, როცა ვშიმშილობ, სულ უფრო ბედნიერი ვხდები;
- ყოველ საათში ორგანიზმი თანდათან უფრო მეწმინდება;
- შიმშილობისას მთლიანად ვაკონტროლებ ჩემს მდგომარეობას;
- შიმშილის ვერავითარი ყალბი მოთხოვნილება ვერ მაიძულებს მის შეწყვეტას, მე წარმატებით დავასრულებ ჩემს შიმშილობას, ვინაიდან ბუნების ძალების მჯერა.

როცა ამ სიტყვებს იმეორებთ, ამით თქვენს ჭკუაზე მიგყავთ თქვენი ორგანიზმის ყოველი უჯრედი. ეს მართვა, თითქოს-და ქვეცნობიერად ხდება.
მოგიწოდებთ არ დაიწყოთ მსჯელობა შიმშილობის თქვენს პროგრამაზე მეგობარ-ნათესავებისა და ნაცნობების თანდასწრებით! შიმშილობა ყოველი ჩვენგანის პირადი საქმეა.
როცა ორგანიზმიდან შხამები გამოდის, მაინცდამაინც საამო განცდები არ გექნებათ, მაგრამ თქვენ უნდა იმეოროთ: „ყველაფერი ეს უსათუოდ გაივლის“! იყავით ურყევნი და თანამიმდევრულნი განზრახულის ასრულებაში, იფიქრეთ საოცარ შედეგებზე, რომელსაც ორგანიზმის გაწმენდით მიაღწევთ. გიხაროდეთ!

24 საათიანი შიმშილობის შემდეგ თქვენი პირველი საჭმელი გახეხილი სტაფილოთი სეკმაზული ახალი ბოსტნეულის სალათა უნდა იყოს (შეგიძლიათ ლიმონის ან ფორთოხლის წვენი მოასხათ). ეს სალათა ნაწლავებისთვის ცოცხის როლს შეასრულებს - კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აამუშავებს. სალათის მერე მოხარშული ბოსტნეულის კერძი უნდა მიირთვათ. ვთქვათ, ახალი მოთუშული პომიდორი. მოთუშული პომიდორი თუკი მას თეთრი პურის გარეშე შეჭამთ, მჟავე პროდუქტად არ ჩაითვლება.

გახსოვდეთ, რომ შიმშილობის შემდეგ ჭამაზე გადასვლა არ შეიძლება ხორცის კერძებით, რძით, ყველით, კარაქით, თევზეულით ან ნიგვზით.
პირველი საჭმელი აუცილებლად სალათა და მოხარშული ბოსტნეული უნდა იყოს. მეორე ჭამა უკვე ხორცეულიც შეიძლება (მოხარშული ოღონდ).