უკრაინაში გატაცებული საქართველოს მოქალაქის დახვრეტა ვიდეოზე გადაიღეს (ვიდეო +18)

გორლოვკაში განთავსებული ტერორისტული შტაბის მეთაურის იგორ ბეზლერის ვიდეო გზავნილი, უკრაინის ხელისუფლებას. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო სადაც აღწერილია თუ როგორ ესვრიან, სეპარატისტები ზურგშექცევით მდგარ ორ პიროვნებას. ვიდეო მიმართვაში ტერორისტთა ლიდერი აცხადებს, რომ მას ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა შეთანხმება, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ დატყვევებული მისი ბიჭები მებრძოლები ექვს უკრაინელ ოფიცერში გაეცვალა.


"მეტი ლოდინის დრო მე არ მაქვს. ამიტომაც, ახლა დაიხვრიტებიან ბატონები ბუდიკი და ვასიუშენკო. თუ დაკავებულებს ამის შემდეგაც არ გაათავისუფლებენ, დაიხვრიტება კიდევ შემდეგი ოფიცერი, საათნახევრის შემდეგ კი კიდევ ორი ოფიცერი, სულ რვა ოფიცერი. თუ უკრაინის არმიას არ სჭირდება თავისი ოფიცრები, მეც არ მჭირდება ისინი,"-ნათქვამია მიმართვაში

ვასილ ბუდიკი გორლოვკიდან 2 მაისს გაიტაცეს. ბუდიკი სოხუმიდან დევნილი, ეთნიკურად უკრაინელი საქართველოს მოქალაქეა.