”ვიაგრას” ყოფილ სოლისტს დაჯილდოვებაზე ბიუსტჰალტერის ჩაცმა ”დაავიწყდა

მოსკოვში МУЗТВ-ს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

მწვანე ხალიჩაზე რუსული შოუბიზნესის ცნობილმა წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. მათ შორის იყო ჯგუფ "ვიაგრას" ყოფილი სოლისტი ანა სედაკოვა, რომელმაც ყურადღება თავისი ჩაცმულობით მიიპყრო.


უკრაინელი დიზაინერის გამჭვირვალე, მაქმანებიან კაბაში სედაკოვას ბიუსტჰალტერი არ ეცვა, რამაც ჟურნალისტებს "საკბილო" გაუჩინა.