წიწმატურა კუჭის წყლულისა და ნაღვლის ბუშტის ანთების სამკურნალოდ

წიწმატურა შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლის, ღვინის მჟავებს, ქოლინს, აცეტიქოლინს, ასკორბინის მჟავას და საპონინებს. ხალხურ მედიცინაში წიწმატურას იყენებენ სისხლჩაქცევებისა და ფარული სისხლისდენის შემაჩერებელ, სისხლისაღმდგენ საშუალებად. რეკომენდირებულია მისი გამოყენება საშვილოსნოს მუსკულატურის ტონუსის ასამაღლებლად, კუჭის წყლულის, შარდის ბუშტის ანთების, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების კენჭოვანი დაავადების, ტუბერკულოზის, ბუასილის, შარდშეუკავებლბისა და ნივთერებათა ცვლის მოშლის დროს.

წიწმატურისგან ნაყენის მოსამზადებლად 30 გრ წიწმატურას ბალახს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი, ან ყოველი 2-3- სთ-ის შემდეგ. 4 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ნედლ წიწმატურას, ან 10-20 გრ ხმელ წიწმატურას, დაასხით 3 ჭიქა მდუღარე და მიიღეთ 100-100 გრ ყოველი 2-3 სთ-ში ერთხელ. 
განსაკუთრებით ეფექტურია ნედლი წიწმატურას ცივი ნაყენი - 6 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ წიწმატურას დაასხით 4 ჭიქა წყალი, დადგით 8 საათი, გადაწურეთ, დალიეთ 1 დღის განმავლობაში.
ხალხურ მედიცინაში მენორაგიის გაძლიერებული მენსტრუაციული სისხლდენის) დროს გამოიყენება შემდეგი ნარევი: აიღეთ წიწმატურას, მრავალძარღვას, შვიტას, ბარისპირას ფოთლები და ყვავილები, თრიმლის ფოთლები, 50 გრამი თითოეული ბალახისა; 2 სუფრის კოვზი ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 500 მლ მდუღარე, ადუღეთ თავდახურული წყლის აბაზანაში 10 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ და გააციეთ. დალიეთ თითო ყავის ჭიქა.


წიწმატურა ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან, სიმაღლიც 20-30 სმ, წვრილი თითისტარისებრი ფესვით. ქართლში მას ხაჭმაჭიჭას, რაჭაში ხარისკბილას ეძახიან. ღერო სწორმდგომია, სუსტად დატოტვილი, ძირში უბრალოდ შებუსული ან ტოტისებური ბეწვებით. ღეროს ქვედა ნაწილში ფოთლები ყუნწიანია, ფრთისებრდანაკვთული,  სიგრძით 5-10 სმ, წაწვეტებული, სამკუთხა ან დაკბილულია. ღეროზე ფოთლები მოროგეობითია, მოგრძო-ლანცეტისებურ, კიდემთლიანი. ზედა ფოთლები თითქმის ხაზურია, ისრისებურ ძირით. ყვავილები წვრილია, თეთრი ფერისაა, შეკრებილია მტევნისებურ ყვავილედში. ნაყოფი - სამკუთხოვანი ჭოტაკია, სიგრძით 5-8 მმ.
წიწმატურა ყვავილობას იწყებს აპრილ-მაისში და ყვავის ზაფხულის განმავლობაში. ნაყოფი მწიფდება მთელი ვეგეტაციის პერიოდში;
წიწმატურა სარეველა ბალახია და გავრცელებულია მთელ საქართველოში გზისპირებსა, მინდვრებზე, დანაგვიანებულ ადგილებში. მისი ასეთი ფართო გავრცელება განპირობებულია იმით, რომ ერთ ინდივიდს ზაფხულის განმავლობაში 3-5 თაობის მოცემა შეუძლია.
აგროვებენ წიწმატურას მიწისზედა ნაწილებს ყვავილობის დროს, მშრალ ამინდში, როდესაც დილის ნამი შემშრალია. მცენარეს ჭრიან მაკრატლით ან სეკატორით. დაუშვებელია თესლიანი ნედლეულის შეგროვება. აშრობენ ჩრდილში, ფარდულში ან თუნუქის სახურავიან სხვენებზე, კარგი ვენტილაციის პირობებში.
წიწმატურა შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლის, ღვინის მჟავებს, ქოლინს, აცეტიქოლინს,  ასკორბინის მჟავას და საპონინებს.
ხალხურ მედიცინაში წიწმატურას იყენებენ სისხლჩაქცევებისა და ფარული სისხლისდენის შემაჩერებელ, სისხლისაღმდგენ საშუალებად. რეკომენდირებულია მისი გამოყენება საშვილოსნოს მუსკულატურის ტონუსის ასამაღლებლად, კუჭის წყლულის, შარდის ბუშტის ანთების, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების კენჭოვანი დაავადების, ტუბერკულოზის, ბუასილის, შარდშეუკავებლბისა და ნივთერებათა ცვლის მოშლის დროს.
წიწმატურისგან ნაყენის მოსამზადებლად 30 გრ წიწმატურას ბალახს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი, ან ყოველი 2-3- სთ-ის შემდეგ. 4 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ნედლ წიწმატურას, ან 10-20 გრ ხმელ წიწმატურას, დაასხით 3 ჭიქა მდუღარე და მიიღეთ 100-100 გრ ყოველი 2-3 სთ-ში ერთხელ. 
განსაკუთრებით ეფექტურია ნედლი წიწმატურას ცივი ნაყენი  6 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ წიწმატურას დაასხით 4 ჭიქა წყალი, დადგით 8 საათი, გადაწურეთ, დალიეთ 1 დღის განმავლობაში.ხალხურ მედიცინაში მენორაგიის გაძლიერებული მენსტრუაციული სისხლდენის) დროს გამოიყენება შემდეგი ნარევი: აიღეთ წიწმატურას, მრავალძარღვას, შვიტას, ბარისპირას ფოთლები და ყვავილები, თრიმლის ფოთლები, 50 გრამი თითოეული ბალახისა; 2 სუფრის კოვზი ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 500 მლ მდუღარე, ადუღეთ თავდახურული წყლის აბაზანაში 10 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ და გააცივეთ დალიეთ თითო ყავის ჭიქა.