უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც შანხაიში ცათამბჯენის მერვე სართულზე კონდიციონერზე აძვრა, შეწუხებული მაყურებელი მოაგროვა.
მისი არასტანდარტული და გაუგებარი საქციელი მობილური ტელეფონით მეზობელი შენობიდან ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო.
ამასთან, კონდიციონერს ჩახუტებულ მამაკაცს მხოლოდ ტრუსები ეცვა.
ვარაუდობენ, რომ ეს ან ვიღაც "ქალაქის გიჟია”, ან სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გაქცეული გმირი-საყვარელი. თავის მხრივ, შენობის დაცვის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - ეს, უბრალოდ, ტექნიკური სპეციალისტია, რომელიც კონდიციონერს არემონტებს.