მარიხუანა ვეღარ უნდა მოწიო, სასმელი გაძვირდა, ცირკთან ბოზებს ჩეხავენ... რა ვქნათ, თავი მოვიკლათ?!"

ნინა სუბლატი: "მარიხუანა ვეღარ უნდა მოწიო, სასმელი გაძვირდა, ცირკთან ბოზებს ჩეხავენ... რა ვქნათ, თავი მოვიკლათ?!"


მომღერალი ნინა სუბლატი, ფართო საზოგადოებისთვის მუსიკალური პროექტი "საქართველოს ვარსკვლავი"-დან გახდა ცნობილი და საბოლოოდ ამავე კონკურსის გამარჯვებულადაც დასახელდა. ნინა, თავისი განსხვავებული იმიჯითა და ძლიერი ხმის ტემბრით, ძალიან მალე გახდა პოპულარული და ამჯერად მას მრავალ კონცერტზე ვიხილავთ ყველაზე ცნობილ და პროფესიონალ მომღერალთა შორის. ის ფაქტი, რომ ნინა თამამი სტილითაა გამორჩეული, არავისთვისაა უცხო, თუმცა, ამჯერად მან საკუთარი სითამამე "ფეისბუქი"-ს საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშიც გამოხატა, სადაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით შეშფოთებული მომღერალი შემდეგი სიტყვებით აკრიტიკებს დღევანდელ მთავრობას:
"მგონი, ერთ-ერთი ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ დედამიწაზე და არც მინდა, რომ სხვანაირი ვიყო მაგრამ მართლა რა ***ობა ხდება საქართველოში, რა სიქაჯეა, 1 საათის განმავლობაში 3 პოსტი ვნახე, რომ ვიღაც დაჭრეს, 2 ჯერ მოვისმინე ამბავი, რომ ვიღაც მოკლეს და მადლობა ღმერთს, რომ ტელევიზორი არ მაქვს, თორე უფრო მეტს გავიგებდი. რას აკეთებენ იქ მთავრობაში თუ რაღაცაში... კულტურა უფრო ტრ***შია, ხალხი უფრო გაჭირვებული, კრიმინალი "შეგენაცვალე", მარიხუანა ვეღარ უნდა მოწიო, სასმელი გაძვირდა, ცირკთან ბოზებს ჩეხავენ...რა ვქნათ, თავი მოვიკლათ?!" - წერს ნინა სოციალურ ქსელში.




image
image
image
image
image
imageimage