"30 წლის ბიჭები ქაშუეთის ეზოში დაძრწიან, გოგოები რომ დაკერონ" - თამუნა მუსერიძე

14 წლის გოგო ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტარიტორიაზე "სტაიანშიკად" მუშაობს, - ამის შესახებ ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს.

"საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, 14 წლის გოგო ქაშუეთის ეკლესიის "სტაიანშიკია". მარტო იმიტომ, რომ საჭმლის ფული იშოვოს... 30 წლის ბიჭები კი
, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში, ეკლესიის ეზოში დაძრწიან, გოგოები რომ დაკერონ... ესეთი ტიპები ალბათ ყველა ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ 14 წლის გოგოები არ მათხოვრობენ ქუჩა-ქუჩა", - წერს მუსერიძე.


ambebi.ge