ირმა ნადირაშვილმა ნოდარ ხადურს მატყუარა უწოდა - დაპირისპირება პარლამენტში

საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან კამათის ფონზე მიმდინარეობს. უმცირესობის წევრები მინისტრისგან გასულ წელს სამინისტროებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.

უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი მინისტრს მატყუარას უწოდებს, რადგან ის პრემიებთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. ნადირაშვილმა სხდომაზე გარკვეული კომპანიების მიერ


გაცემული პრემიების ნუსხა წარმოადგინა.

"მე თქვენს მიმართ სიტყვა უზნეობა არ მიხმარია, მაგრამ შევცდი, რადგან თქვენ უკვე იტყუებით. 2013 წლის განმავლობაში "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორს აღებული აქვს 130 ათასი ლარის ფარგლებში პრემია, აქედან ერთჯერადად დეკემბრის თვეში - 33 ათასი ლარი. მის მოადგილეებს კი 90 ათასი ლარის ფარგლებში, აქედან დეკემბრის თვეში 5 კაცზე წყალმომარაგების კომპანიაში გაწერილია 600 ათასი ლარი პრემია, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

წყარო www.ambebi.ge