საოცარი სანახაობა: ნანგრევებიდან გამოყვანილი ჩვილი და ატირებული მაშველები

სირიელმა მაშველებმა ნამდვილი სასწაული მოახდინეს: ქალაქ ალეპოში, დანგრეული შენობის კედლიდან 2 თვის გოგონა უვნებლად გამოიყვანეს.

როგორც ვიდეოს აღწერიდან ირკვევა, დაბომბვის შედეგად დანგრეული შენობიდან 2 თვის ჩვილისა და მისი დედის გამოყვანას რამდენიმესაათიანი ოპერაცია დასჭირდა.