„გავიხედე, პატრულის ორი ეკიპაჟი მომადგა უკან და რაციით მეუბნებიან, იმოძრავეო“

ჟურნალისტი ჟანა ასანიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, თუ როგორ დაეხმარნენ მას პატრულის თანამშრომლები და გამოუვალი სიტუაციიდან გამოიყვანეს.
„ცრემლებამდე დაძაბული ვარ... მეტროსთან ჩავედი, ბებიასთვის რაღაცეები რომ მეყიდა...
დილას მითხრა, სუსტად ვარო და მალე მოდიო, ძალიან ვჩქარობდი.
უცებ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ იყო, ბანკამდე კი ძალიან ბევრი უნდა მევლო, ეგ არაფერი, მაგრამ გავთვალე, რომ უმანქანოდ დიდხანს მომიწევდა სიარული და სახლში დამაგვიანდებოდა...
ისე გავიჩხირე, ვერც წინ მივდივარ, ვერც უკან... დავიძაბე ძალიან... გავიხედე და პატრულის ორი ეკიპაჟი მომადგა უკან და რაციით მეუბნებიან, იმოძრავეო...სად ვიმოძრავო, წინ არ შეიძლება, უკან არ შეიძლება... გავშეშდი...
მოვიდა პატრული და მეუბნება, რა გჭირსო... ვუთხარი, სულ 2 წამი მინდა, რომ ფული ავიღო ბანკიდან, თუ დავაშავე, დამაჯარიმეთ, ოღონდ აქედან გამიყვანეთ, ბებია ცუდად იყო და ძალიან მეჩქარება–თქო...
უცებ მოვიდა გონს, მითხრა, ერთი ბორბალი ბარდიულზე შეაყენე და მიდი სწრაფად, ფული აიღეო... ასეც მოვიქეცი, მაგრამ ისე ვიყავი დაბნეული, ფულს ბანკომატიდან კი არა, სწრაფი გადახდის აპარატიდან ვიღებდი...
გამოვედი ბანკიდან და ვხედავ, ოთხივე პატრული დგას ჩემს მანქანასთან, მივედი დაბნეული ადგილზე და ერთ–ერთი მეუბნება, მოგეხმარები, რომ გამოხვიდე, მოძრაობას ჩავკეტავთო...თან დასძინა, თუ შორს მიდიხარ, გამოგყვებით, ისეთი განერვიულებული ხარ, სახეზე გეტყობათო...
აი, უბრალოდ არ ვიცი, ვინ იყო ის პატრული, არც სახელი და გვარი ვიცი, მაგრამ როგორ არ ვცე პატივი ასეთ ადამიანს, როცა კი არ გეშინია, მისი დახმარების იმედი გაქვს...
არც დამაჯარიმა და პირიქით, ძალიან, ძალიან დამეხმარა, თორემ არ ვიცოდი, რა მომივიდოდა....
სახლში მოსულმა ბებიას რომ მოვუყევი, იტირა, ასეთი ემოციური რომ ხარ, ვინ იყო ის ღვთისნიერი, ასე რომ დაგეხმარაო...
ბებიაჩემის ლოცვა ეყოფა მარტო იმას მთელი ცხოვრება...მადლობა, დიდი მადლობა“, - წერს ჟანა ასანიძე.