ვრცელდება თუ არა ზღვის წყლით სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები გადაეცემა სქესობრივი გზით და არა ზღვის წყლით, სოკოს გარდა. სოკო მიკროორგანიზმია, რომელიც არის ორგანიზმში და გარკვეული პირობების შექმნისას აქტიურდება. მაგალითად, კანდიდა ინტენსიურად სწორედ ნესტიან გარემოში მრავლდება. ზღვა (მზე, გადაცივება) შეიძლება მხოლოდ გამწვავების ხელშემწყობი იყოს. 
დაიცავით ჩვეულებრივი ჰიგიენის წესები, ზომიერება ცურვისა თუ გარუჯვისას. პლაჟზე აუცილებლად გადააფარეთ შეზლონგზე საკუთარი (ინდივიდუალური) საფენი,
გამოიყენეთ ინდივიდუალური პირსახოცი, წყლიდან ამოსვლის შემდეგ მიიღეთ შხაპი. გამოიცვალეთ საცურაო კოსტიუმი. სველი კოსტიუმით ტენიან ქვიშაზე წოლა არასასურველია - ნესტიანმა გარემომ შესაძლოა ხელი შეუწყოს კანდიდას გამრავლებას.
გადაციება, გადახურება, სველი საცურაო კოსტიუმით დიდხანს მზეზე ჯდომა გარკვეულ პრობლემას უქმნის ადამიანს. როცა იმუნიტეტი ქვეითდება, დაავადებაც ადვილად იჩენს თავს.