ნახშირის გელ-სკრაბი – გლუვი და სუფთა კანისთვის


თავდაპირველად რამდენიმე ფაქტი:
ნახშირი – საუკეთესოდ ასუფთავებს ფორებს; ის ატენიანებს;

გამოაქვს კანიდან ზედმეტი მჟავა, რაც იწვევს დაბერებას.

ის იმავე ეფექტისაა, როგორც ზღვის მარილის აბაზანა და თიხა.

ახლა თავად რეცეპტი:
შხაპის გელს დაუმატეთ (ხელისგულზე და არა ქილაში) დაფხვნილი აქტივირებული ნახშირი. ძალიან წმინდად ნუ დაფხვნით, რათა იმოქმედოს, როგორც სკრაბმა. დაასხით ტანის ღრუბელზე და წაისვით სხეულზე.


ღრუბელი და ქაფი გაშავდება, მაგრამ კანი არ შეგეღებებათ. ნახშირი ადვილად ჩამოიბანება. 
სამაგიეროდ, კანი ძალიან სუფთაა, მბზინავი და გლუვი.

ასევე, ნახშირის დამატება შეგიძლიათ სახის დასაბან გელშიც იმ შემთხვევაში, თუ ცხიმიანი კანი და ფერიმჭამელები გაქვთ.