„ვერ მივხვდი, რატომ უნდა წასულიყო პრეზიდენტი სახალხო დღესასწაულიდან მაშინ, როცა პრემიერი მოდიოდა“

ტელეკომპანია „იმედზე“ თოქ-შოუ „რეაქციის“ წამყვანი ინგა გრიგოლია „facebook“-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ძალიან ეწყინა, როდესაც ვაჟაობაზე პრემიერი და პრეზიდენტი ცალ-ცალკე მოვიდნენ. 

„გადაცემა აღარ მაქვს სექტემბრამდე, მაგრამ აქ მაინც დავწერ, სანამ ერთი თვის მერე ეთერში ვიტყვი... დღეს ვიყავი ფშავში ვაჟაობაზე და რაც ჩემი თვალით ვნახე, იმას ვამბობ. ვაჟაობაზე დღეს პრეზიდენტი და პრემიერი ცალ-ცალკე მოვიდნენ....ჯერ მოვიდა გიორგი მარგველაშვილი, დაესწრო ღონისძიებას,
წავიდა და მას შემდეგ მოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი... ყველასთვის თვალშისაცემი იყო ეს ამბავი და ვისაც მე ვესაუბრე - ადგილობრივებიდან დაწყებული, სტუმრებით დამთავრებული, ყველას გაუტყდა. მე კი გიორგი მარგველაშვილი შემეცოდა....ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი და ვერ მივხვდი, რატომ უნდა წასულიყო სახალხო დღესასწაულიდან მაშინ, როცა პრემიერი მოდიოდა... არ მომეწონა და გული დამწყდა. P.S არა მარტო მე“, - წერს ტელეწამყვანი.