უკანალები ”GDS”-ზე - „თანხა ავიღე“ - ბაბეს პირველი კომენტარი

„GDS"-ში გადაცემა „ბინა 18“-ში ჯგუფ „ბანის“ მიერ გოგოების უკანალებზე შესრულებული „რაჭულის“ შესახებ ერთ-ერთი მონაწილე გოგონა აცხადებს, რომ აღნიშნულს ქალის უფლებების შელახვასთან კავშირი არ აქვს. 

როგორც მარი ბაბეტამ „პირველ რადიოს“ განუცხადა, მან ამ შოუში მონაწილეობისთვის თანხა აიღო, თუმცა მისი თქმით, შემოთავაზებაზე თანხმობა ფულის გამო არ უთქვამს.

„თანხა ავიღე, თუმცა თანხა არ წყვეტდა ჩემს იქ მონაწილეობას. მე თვითონ ვიხალისე იქ გამოსვლით და არანაირად არ ვთვლი, რომ ეს გამოსვლა იყო ქალებისთვის შეურაცხმყოფელი. ჩვეულებრივი სახალისო ნომერი და ჩვეულებრივი შოუა. მართალია საქართველოს ჩარჩოებს გასცდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ შოუ შედგა. ჩემთვის ეს იყო საინტერესო და ახალი, რომელშიც დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა.
მე მოცეკვავე ვარ, ფინანსურად არ მიჭირს, ამის გარდა მე სხვა შოუებშიც ვიღებ მონაწილეობას, ამიტომ  ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. არ დაგიმალავთ, თანხა ნამდვილად ავიღე, მაგრამ თანხის გამო ეს არ გამიკეთებია. ეს არანაირად არ არის ქალის შეურაცხყოფა. მე ჩემს თავს არ ვთვლი შეურაცხყოფილად და სხვა რატომ ლაპარაკობს ჩემს მაგივრად. თუ თავად გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად, ეს მათი პრობლემაა. მგონია, რომ ძალიან სისულელეს იძახიან. საერთოდ, რა შუაშია ქალის უფლებები შოუსთან დაკავშირებით. მე ქუჩაში ჩვეულებრივად გავდივარ და არავინ მლანძღავს, არც მე ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად და სხვები რატომ გრძნობენ ვერ ვხვდები. კიდე თუ იქნება მსგავსი შემოთავაზება ასეთ შოუებში, ისევ დავთანხმდები და მივიღებ  მონაწილეობას“, - განაცხადა მარი ბაბემ.
წყარო: Pirveliradio.ge