საქორწილო ცეკვა, რომელიც 90-მილიონჯერ ნახეს

ჯილი და კევინი 2009 წელს დაქორწინდნენ. ვიდეო, რომელიც წყვილმა ქორწილის დღეს, ეკლესიაში ჯვრისწერის დროს გადაიღო, youtube-ის ერთ-ერთი რეკორდსმენია საქორწილო ვიდეოებს შორის. 

წყვილისა და მათი მეგობრების ცეკვამ თითქმის 90 მილიონი ნახვა დააგროვა. ვიდეოს პოპულარობა წყვილს ქველმოქმედებაშიც ეხმარება. ჯილმა და კევინმა ვიდეოს მოგებიდან მიღებული შემოსავალი, 50 ათასი დოლარი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ფონდში გადარიცხეს.

ჯილს და კევინს ორი შვილი ჰყავთ და ბედნიერად ცხოვრობენ მინესოტას შტატის პატარა ქალაქში.