''მკერდით მოსკანდალე'' ქართველი ქალები

თუკი საქართველოში ცხოვრობ, ქალბატონი ხარ და გინდა, პოპულარული გახდე, ამაში ხელს ნიჭი თუ არა, გარეგნობა მაინც უნდა გიწყობდეს. დღეს იერსახის შეცვლაც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. ეპოქაში, როდესაც პლასტიკური ქირურგია უფრო მეტად ხელმისაწვდომიც გახდა და რაც მთავარია, ძალიან პოპულარული. 
თავისუფლად შეგიძლია, მიაკითხო პლასტიკურ ქირურგს და გაიკეთო ახალი, ლამაზი ცხვირი, ტუჩები დაიბერო, ყვრიმალები აიწიო, თვალის ჭრილი შეიცვალო და სხვა უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარო.

ეს რაც შეეხება სახის შეცვლას, მაგრამ სექსუალურად რომ გამოიყურებოდე, უკვე წლებია, მსოფლიო შეთანხმდა, ამისათვის საუკეთესო მკერდი და უკანალია საჭირო. პლასტიკური ქირურგები ამ შემთხვევაშიც სასწაულებს ახდენენ. ამის მაგალითად შეგვიძლია ტრანსსექსუალი კესარია აბრამიძეც მოვიყვანოთ, რომელიც პლასტიკური ოპერაციების შემდეგ ფრიად მომხიბვლელად გამოიყურება. 
ამჯერად წარმოგიდგენთ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებიც სხვადასხვა დროს მკერდის ზომითა და ფორმებით პრესასა თუ ტელევიზიაში სკანდალურად გამოჩნდნენ.

1. ნინა წკრიალაშვილის მკერდმა ''პლეიბოიში'' მისი გამოჩენისთანავე დაგვამახსოვრა თავი. მომღერალი არასდროს ერიდება ღრმა დეკოლტეებს იმისთვის, რომ საკუთარი გარეგნობის ამ ღირსებას კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი და საერთოდაც, თამამი ჩაცმულობით გამოირჩევა. 

2. შორენა ბეგაშვილმა მკერდი პირველად ''პლეიბოიში'' წარმოგვიდგინა, მაგრამ მას შემდეგ ისე გაეზარდა, გაჩნდა ეჭვი, რომ მსახიობმა და ტელეწამყვანმა პლასტიკურ ქირურგებს მიმართა. ეს ჭორი შორენამ არაერთხელ უარყო, მაგრამ რთულია დაარწმუნო საზოგადოება, როდესაც ფოტოები სხვა რამეზე მეტყველებს.

Rating

3. ლალი მოროშკინა, რომელსაც მთელი ცხოვრება სკანდალები თან სდევს, ბუნებრივად დიდი მკერდის პატრონია. აქამდე მკერდის დემონსტრირებას, ძირითადად, დეკოლტეს საშუალებით ახდენდა, თუმცა გათხოვების შემდეგ მისი ჩაცმის სტილი შეიცვალა და ეს ის ლალი აღარ არის.

Rating

4. ხატია ბუნიათიშვილი 
ცნობილი ქართველებიდან პირველი გახლდათ, რომელიც ტელეკამერების წინ, ღია ეთერში, ბიუსტჰალტერის გარეშე გამოჩნდა. ცნობილი პიანისტის ბუნებრივი მკერდის ზომამ და ფორმებმა სრულიად დაიპყრო ინტერნეტსივრცე და პოპულარობით ''ნიჭიერიც'' კი გადაფარა, სადაც ჟიურიში გახლდათ მიწვეული.

Rating

5. ლიკა ლაბაძესა და ხატია ბუნიათიშვილს შორის ''ომი'' ერთდროულად, სხვადასხვა არხზე მიმდინარეობდა. როდესაც ერი ხატიას მკერდზე მსჯელობდა, ლიკამ ''იმედის'' ეთერიდან დაგვანახვა თავისი ''ღირსშესანიშნაობები'', სექსუალურ კაბაში, ბიუსტჰალტერის გარეშე. ბრძოლაში ორივე მხარემ გაიმარჯვა, რადგან ყველამ ერთხმად აღიარა, ლიკას მკერდიც არანაკლებ ბუნებრივად და ლამაზად გამოიყურებოდა. 

Rating

6. მაია ასათიანი ყველაზე ნაკლებად ხვდება სექსუალური და სკანდალური ქალების ათეულთა რიგებში, მაგრამ ორი წლის წინ, ''პროფილის'' ახალი სეზონისთვის გადაღებულ ფოტოსესიაში, ჟურნალისტის მკერდი ჩვეულებრივზე დიდი გამოჩნდა. როგორც გაირკვა, ''დამნაშავე'' მაიას ახალი იმიჯი იყო და მკერდის გასადიდებლად ქირურგისთვის არ მიუმართავს.

Rating

7. თინა მახარაძეს სკანდალები ეთერში გამოჩენის დღიდან არ აკლია, მაგრამ ერთ-ერთი საიტისთვის პოზირების შემდეგ მედია მსახიობის ბუნებრივი მკერდის სილამაზით დაინტერესდა. მაისურსა და ბიკინიში ჩაცმული ახალგაღვიძებული თინა სექსუალურად ნებივრობს საკუთარ საწოლზე.

Rating

8. მკერდის გაზრდაში ''ადანაშაულებდა'' პრესა წლების წინ რუსეთში გადაბარგებულ ვარსკვლავ ქეთა თოფურიას, მაგრამ მომღერალმა მკაცრად უარყო, რომ ამაში წვლილი პლასტიკურ ქირურგებს მიუძღოდათ. ქეთას თქმით, გაიზარდა და ფორმები ბუნებრივად ჩამოუყალიბდა.

Rating

9. სოფო ნიჟარაძე რუსეთიდან წამოსვლისა და საქართველოში კარიერის გაგრძელების შემდეგ, ნაკლებად გამოირჩეოდა გამომწვევი ფოტოსესიებით, სადაც თუნდაც ბუნებრივი მკერდის დემონსტრირებას მოახდენდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მასზე ქართულმა პრესამ დაიწყო წერა, მარტივად ამოქექეს რუსეთში მოღვაწეობისას გადაღებული ფოტოები, სადაც სოფოს დეკოლტე ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება.

Rating

10. ჩამოთვლილი ცხრა ვარსკვლავიდან არც ერთს არ დასჭირდა კარიერისთვის მკერდის მოშიშვლება ან მაინცდამაინც დეკოლტეთი სირბილი, მაგრამ ჩვენი დროის მკერდოსანი მერსი სულხანიშვილი სწორედ ამ ორმა ჯადოსნურმა ''ბურთმა'' გახადა პოპულარული. უფრო მეტიც, ამისათვის მსხვერპლის გაღებამაც მოუწია და საზოგადოების გადასარევად გმირულად მოიშიშვლა მკერდი ფოტო თუ ტელეკამერების წინ. მართალია, ამისთვის ორდენი არავის მიუნიჭებია, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც, მაგრამ თამამად შეგვიძლია დავწეროთ, რომ მან ქართულ ლექსიკონში მკერდის ახალი სინონიმი _ ''მერსიები'' დაამკვიდრა.

Rating

ქეთი მელაძე
ჟურნალი რეიტინგი