"მარიამ კოჩალაძის მკვლელობა შეკვეთილი იყო" - ახალი დეტალები ბათუმის ბულვარში მოკლული გოგონას შესახებ

ერთი წლის წინ ბათუმის ბულვარში მოკლული გოგონას ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილს ხელახალ გამოძიებას სთხოვს. ჟურნალი "სარკე" მარიამ კოჩალაძის ნათლიასთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც რესპოდენტი ამბობს, რომ დარწმუნებულია, რომ გოგონას მკვლელობით რელიგიური რიტუალი შესრულდა. ქალბატონი ნატალია "სარკესთან" მარიამ კოჩალაძის ოჯახის ვერსიების და ეჭვების შესახებ საურობს.

"ბავშვი ყელგამოჭრილი, ბეჭებზე ლოდდადებული ვიპოვეთ და გამოძიება ყაჩაღობის მუხლით წარიმართა. ყაჩაღი რომ ყელს ჭრიდეს და მერე ლოდს ადებდეს, გაგიგიათ სადმე? 100%-ით ვართ დარწმუნებული, რომ მკვლელობა სარწმუნოების ნიადაგზე მოხდა. ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა.


ვერ გეტყვით ვინ შეუკვეთა მკვლელობა, მაგრამ მაშინ როგორც განვითარდა მოვლენები, მოგახსენებთ და დასკვნა თავად გააკეთეთ. დაწყებით კლასებში მარიამი სასულიერო გიმნაზიაში სწავლობდა. მერე კი მშობლებმა თურქულ სკოლაში გადაიყვანეს. ეს სკოლა ფასიანია და ბავშვები კარგ განათლებას იღებდნენ, ოქსფორდის პროგრამას გადიოდნენ. მარიამი ისეთი ბავშვი იყო, ყველა ტურიდან და ოლიმპიადიდან დიპლომი მოჰქონდა. სკოლაც კმაყოფილი იყო და ჩვენც. სკოლაში გადასახადი 2000 დოლარი იყო, მაგრამ მარიამ 1000-ს იხდიდა, რადგან კარგი მოსწავლე იყო. მამა რომ გარდაეცვალა, ოჯახს აღარ გააჩნდა საშუალება. მივედით და ვთხოვეთ, რომ ნაწილ-ნაწილ დავფარავდით. გვითხრეს, ოღონდ არ წაიყვანოთ და ჩვენ მოვძებნით სპონსორსო. დირექტორს მადლობა გადავუხადეთ. არც ის 800 დოლარი გადაგვიხდია და არც მომდევნო წლის - 1000.

მარიამის დედამ უთხრა, მაჩვენეთ ის ბიზნესმენი, ვინც ჩემი შვილის ფულს იხდის, რომ მადლობა მაინც გადავუხადოო. გვიპასუხეს, არსად თქვათ, რომ ვინმე აფინანსებსო. მაშინ ეს ჩვეულებრივ ამბად ჩავთვალეთ. ცოტა ხნის შემდეგ მარიამმა აიტეხა, ამ სკოლიდან უნდა გადავიდეო. ამბობდა, ყველა ჩემი მეგობარი გადავიდა, თურქებიღა დარჩნენ და აღარ მინდა, თან აღარც ისეთი სწავლა, რის გამოც იქ დარჩენა ღირსო. სწავლაზე ჰქონდა აქცენტი, სხვა არაფერი აინტერესებდა. დედამისმა უთხრა, რა პატივიც თურქებმა გვცეს, ამას ქართველი არ გაგვიკეთებდა და უმადურები ხომ არ ვართო. მარიამმა უპასუხა, დედა, ეს ის ხალხია, რომლებიც ტყუილად არავის არაფერს გაუკეთებენო. თურქი დირექტორი ეხვეწებოდა, დარჩი და ანკარაში წაგიყვან სასწავლებლად უფასოდო.

სკოლის დამთავრებამდე ორი თვით ადრე ჩემთან მოვიდა სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ეროვნებით თურქი, მასთან ერთად კლასის დამრიგებელიც. მითხრეს, ჩვენ ყველასთან ასე დავდივართ, მარიამი კი ჩვენი სკოლის ნინო ბურჯანაძეაო. მაშინ კი გამიხარდა, მაგრამ მერე რომ გავიკითხე, თურმე არავისთან დადიოდნენ ასე. მითხრეს, ანკარაში წავიყვანთ და ყველაფერს ჩვენ დავაფინანსებთო. მარიამმა მანიშნა, არ დავთანხმებოდი და ასეც მოვიქეცი. ბოლოს მითხრეს, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ საოჯახო ნივთებით, საკვებით, ტანსაცმელით და ა.შ. ვუთხარი, ბავშვს არაფერი აკლია და თქვენი ტანსაცმელი და ნივთები არ უნდა, მაგრამ მაინც დავფიქრდებით, გადავიყვანთ სკოლიდან თუ არა-მეთქი.

ბოლოს მარიამის დედა მივიდა სკოლაში და უთხრა, რა ვქნა, ჩემს შვილს არ უნდა თქვენს სკოლაში სწავლა და უნდა გადავიყვანოთო. ამის მერე მარიამი დირექტორის კაბინეტში შეიყვანეს და 2 საათი ეხვეწებოდნენ, არ წასულიყო. ბოლოს დირექტორი გაბრაზდა და უთხრა, მაშინ დამიწერე, რატომ მიდიხარო. მარიამმა დაწერა, ჩემი ყველა მეგობარი გადავიდა სკოლიდან, მე ფსიქოლოგიურად ვეღარ 

ვძლებ აქ და უნდა წავიდეო. თურქული სკოლის დირექტორს გამოსვლისას მიუძახებია, მაგრად ინანებო! საბუთები ისევ სასულიერო სასწავლებელში შევიტანეთ და ზუსტად 10 დღის შემდეგ მარიამი გარდაცვლილი ვიპოვეთ. ეს მაჰმადიანური სარწმუნოებით რაღაც დღეებს ემთხვეოდა - რამაზანის რომელიღაც დღე, მზის ჩასვლისას... ყურანის 47-ე თავში წერია, რომ თუ მათ შემოთავაზებას არ წაჰყვებით, მზის ჩასვლისას ყურიდან ყურამდე უნდა გამოჭრა ყელი და სიმძიმე დაადო. 

აშკარად შეკვეთილი მკვლელობა იყო, რომელშიც მკვლელმა თანხა ანუ გამოსასყიდი აიღო! ფანატიკოსები უქადაგებენ, მოკლან ის, ვინც მათ სარწმუნოებაზე არ გადავა და მათი მკვლელები პირდაპირ სამოთხეში მოხვდებიან. ერთი რამ ვიცით - ბავშვი ჯიჰადურ რიტუალს შესწირეს. ამ რიტუალს კი ტყუილად არ ატარებენ. მაშინ გამოძიებამ დაადგინოს, ვინ იდგა ამ რიტუალის უკან", - აცხადებას ჟურნალისტ რუსუდან ადვაძესთან ინტერვიუში გარდაცვლილი გოგონას ნათლია.