ირაკლი ღარიბაშვილი: ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა, ფანჯიკიძეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაევიწყებინა

„მაია ფანჯიკიძე სამი წლის განმავლობაში ყოველდღე იყო ჩვენს გვერდით და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაევიწყებინა", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებთან მიმდნარე სამუშაო შეხვედრაზე გააკეთა.


რაც შეეხება მაია ფანჯიკიძის მოადგილეებს, მთავრობის მეთაურის თქმით, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მცდელობის მიუხედავად, ამ ადამიანებმა სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავეს და თანამდებობებზე რჩებიან, გარდა დავით ზალკალიანისა.


ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის სირცხვილი იქნებოდა, საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს სამინისტროში რომ არავინ დახვედროდა.