„ალია“: მიხეილ სააკაშვილის დასაპატიმრებლად „მწვანე შუქია“ ანთებული

გაზეთი ,,ალია" ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თბილისში, მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფის ჩამოყვანა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას ემსახურება. ამის შესახებ გაზეთი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.

„მას შემდგ, რაც ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა, მორატორიუმიც გაუქმდა. გარდა ამისა, პროკურატურაში ინფორმაცია აქვთ, რომ ექსპრეზიდენტის დასაპატიმრებლად დასავლეთის ლიდერებისგან „მწვანე შუქია" ანთებული. ხოლო, როდის დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს, ეს მხოლოდ გიორგი ბადაშვილმა იცის.


ყველას აქვს ინფორმაცია, რომ ეს ჯგუფი ქართველ პროკურორებს დაეხმარება სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმე ინტენსიურ რეჟიმში გადაიყვანონ და ლოგიკური შედეგით - სააკაშვილის დაპატიმრებით დასრულდეს",- აცხადებს წყარო გამოცემასთან საუბრისას.