ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ძმის, ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებმა სკანდალური დეტალი ამოატივტივა. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმესთან დაკავშირებით
მისი მშობლების კუთვნილი ერთ-ერთი ბინის გასაჩხრეკად მივიდნენ, მათ ბინაში შესვლის უფლება მეიჯარემ არ მისცა და განაცხადა, რომ ის რუსი დიპლომატია, რომელიც წლებია აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს.
„კვირა“ შეეცადა აღნიშნული დიპლომატის სტატუსის და საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. როგორც აღმოჩნდა პირი, რომელიც ნადარეიშვილების ბინაში წლებია ცხოვრობს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ანდრეი სმაგაა.
მისი მშობლების კუთვნილი ერთ-ერთი ბინის გასაჩხრეკად მივიდნენ, მათ ბინაში შესვლის უფლება მეიჯარემ არ მისცა და განაცხადა, რომ ის რუსი დიპლომატია, რომელიც წლებია აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს.
„კვირა“ შეეცადა აღნიშნული დიპლომატის სტატუსის და საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. როგორც აღმოჩნდა პირი, რომელიც ნადარეიშვილების ბინაში წლებია ცხოვრობს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ანდრეი სმაგაა.
ვინ არის ანდრეი სმაგა?

ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა. უკვე 2009 წლის 5 მარტს საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ფედერაციის და

ახალაიას სიდედრმა ლიდია ყურაშვილმა “კვირასთან“ საუბრისას დაადასტურა ფაქტი, რომ სახლი ნამდვილად ერთ-ერთ დიპლომატზე, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე აქვს გაქირავებული. თუმცა ახალაიას სიდედრმა მისი ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვა და განმარტა, რომ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება არ სურს.
“ბინა, სადაც ეს დიპლომატი ცხოვრობს, მეუღლის ბინაა და მისი გარდაცველების შემდეგ ჩვენ იმ ბინაში არ შევსულვართ. ეს ბინა 10 წელიწადია დაკეტილია. მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანზე ვაქირავებდით. რაც შეეხება ამ დიპლომატს, ის სახელმწიფომ შეუშვა სახლში, ჩვენ ჩვეულებრივ ქირას გვიხდიან. დანარჩენს ვერაფერს ვიტყვი. ეს არის თემა, რომელზეც მე მითხრეს, რომ ნაკლები უნდა ვილაპარაკო, რადგან სახელმწიფო დონის თემაა…გასაკვირს მე ვერაფერს ვერ ვხედავ“, – განუცხადა “კვირას“ ლიდია ყურაშვილმა.
ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, დედამისის მსგავსად, “კურიერთან“ საუბარში აცხადებს, რომ ათი წელია აღნიშნულ სახლში არ ცხოვრობენ და მისთვის გაუგებარია, რა მოტივით გადაწყვიტეს სამართალდამცველებმა ჩხრეკის ჩატარება.

თავდგირიძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანებს სასიკვდილოდ სჯიდნენ და უამრავ ადამიანს რუსეთის აგენტობას აბრალებდნენ, გაუგებარია, რა უფლებით ცხოვრობდა ახალაიას სიმამრის ოჯახში რუსი დიპლომატი.

“ის ადამიანები, რომლებიც თავდაცვის, ქვეყნის უსაფრთხოების სფეროს კურირებენ, მათ მიმართ ასეთ შემთხვევებში გაცილებით მაღალი მოთხოვნები არსებობს, რიგით მოქალაქეს კანონის ფარგლებში ნებისმიერი სახის კომერციული საქმიანობის განხორციელება შეუძლია, მაგრამ როდესაც საქმე ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ საიდუმლო დოკუმენტაციასთან, ამბებთან, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება გაცილებით ფაქიზი უნდა იყოს.
ბაჩო ახალაია, ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ის ადამიანი იყო, რომელიც რუსეთთან დაახლოებულ პირებს რუსეთის აგენტს უწოდებდა და მათ უმკაცრესად სჯიდა. “ნაციონალური მოძრაობა“ კულტურულ კონტაქტებსაც კი ღალატად აფასებდა. ამ ფონზე მისი ოჯახი მატერიალურ ინტერესებზე მაღლა უნდა დამდგარიყო, ასეთი საქციელი და რუსი დიპლომატისთვის ბინის მიქირავება სულ ცოტა მწარე ღიმილს იწვევს“, – განუცხადა ექსპერტმა “კვირას“.
ცნობისათვის, “ნაციონალურ მოძრაობას” რუს დიპლომატებთან კავშირში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე პოლიტიკოსები. ხშირად მხოლოდ იმის გამო, რომ ფედერალური ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელთან უვახშმიათ, ან სტუმრად მისულან.
“კვირამ” რამდენიმე ასეთი მაგალითი გაიხსენა:




ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია და, ძირითადად, “კუდიანებზე ნადირობის” ეს ვრცელი და გახმაურებული საქმეები არარსებული მტკიცებულებების გამო დაიხურა. საინტერესოა, რამდენად
დაინტერესდებიან სამართალდამცველები ბაჩო ახალაიას სახლის რუსი მდგმურის საქმით? იყო, თუ არა ეს მხოლოდ კომერცია, თუ საქმე გაცილებით სერიოზულ თემასთან გვაქვს? არსებობს თუ არა თეორიული შანსი მაინც, რომ პუტინის მიერ დაჯილდოებული ანდრეი სმაგა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელია? ეს ის საკითხებია, რომლის გამოძიებაც ძალოვანი უწყებების პრეროგატივაა, თუ, რა თქმა უნდა, ისინი ამ ფაქტებით დაინტერესდებიან.

http://kvira.ge/