სუნამოს შესანახად ყველაზე შეუფერებელი ადგილია სააბაზანო, სადაც ტემპერატურა ცვალებადია. კარგი იქნება, თუ სუნამოს თავისივე კოლოფით მაცივარში შეინახავთ. სითბომ და სინათლემ ის შეიძლება რამდენიმე დღეში გააფუჭოს. სუნამოს გაფუჭების ნიშნებია: სიბლანტე; ფერისა და სუნის ცვლილება.
რომ არ გაგიფუჭდეთ, სუნამო შეიძინეთ მცირე ზომის ფლაკონით, რომელიც სწრაფად დაიცლება. აეროზოლის ფორმით სუნამო უფრო მეტხანს ინახება, ვიდრე ფლაკონში. ნაკლებად კონცენტრირებული ტუალეტის წყალი უფრო მეტხანს ინახება, ვიდრე სუნამო. გახსნილი სუნამო უფრო სწრაფად ფუჭდება, ამიტომ ნუ შეინახავთ მას განსაკუთრებული შემთხვევისათვის, იპკურეთ ყოველდღე საკუთარი სიამოვნებისთვის.
გაიგეთ აგრეთვე როგორ გავარჩიოთ ყალბი და ორიგინალი სუნამო ერთმანეთისგან და როგორ ვიპკუროთ სწორად! იხილეთ ლალი ჩხიკვაძის სტატია