მასიური ჩხუბი ქემერში უკრაინელ და რუს ტურისტებს შორის


ჩხუბის მიზეზი გახდა რამოდენიმე მთვრალი დამსვენებლის მიერ წამოსროლილი რეპლიკები, რომლის საფუძველიც უკრაინაში მიმდინარე პროცესები იყო.

თურქეთის კურორტ ქემერში, უკრაინელ და რუს ტურისტებს შორის მასობრივი ჩხუბი ატყდა. ჩხუბი იმდენად მასიური ხასიათის იყო, რომ "უკრაინა-რუსეთს შორის ომის" შეჩერება ადგილობრივი პოლიციის რამოდენიმე ქვედანაყოფს მოუწია.


ჩხუბის მიზეზი გახდა რამოდენიმე მთვრალი დამსვენებლის მიერ წამოსროლილი რეპლიკები, რომლის საფუძველიც უკრაინაში მიმდინარე პროცესები იყო. 


მთვრალმა უკრაინელებმა რუსების მისამართით რამოდენიმე შეურაცხმყოფელი სიტყვა წარმოთქვეს, რამაც რუსთა აღშფოთება გამოიწვია, უკრაინელებმა გააგრძელეს შეურაცხმყოფელი სიტყვები, რასაც მასობრივი ჩხუბი მოჰყვა.


ჩხუბში მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს შეზლონგები, სკამები, რამოდენიმე მოჩხუბარი ცხდილობდა მეტოქე აუზშუ ჩაეხრჩო.

პოლიციამ საბოლოოდ მოახერხა ჩხუბის ჩაწყნარება. აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.