ფრაქცია „თავისუფლების“ დეპუტატებმა უკრაინის პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან დღეს „კომუნისტური პარტიის“ ლიდერის პეტრე სიმონევკოს გაძევება სცადეს. სიტუაცია სხდომაზე მას შემდეგ დაიძაბა , რაც ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარემ „კომუნისტების“ ლიდერის მიერ რუსული მედიისთვის მიცემული ინტერვიუ სხდომათა დარბაზში წაიკითხა. ალექსეი კაიდას განცხადებით რუს ჟურნალისტებს სიმონენკომ უთხრა, რომ უკრაინული არმია აღმოსავლეთ რეგიონებში ხალხს ხოცავს ,
ხოლო გარდაცვლილთა გვამებს ორგანოებს აცლიან და ყიდიან. სწორედ ამ დროს დეპუტატების ნაწილმა „კომუნისტების“ ლიდერის დარბაზიდან გაძევება სცადა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
ვიდეო იხილეთ ქვემოთ მოცემულ ფანჯარაში :