ეკა სამხარაძე ნოე სულაბერიძის ღალატს ადასტურებს

ეკა სამხარაძე ნოე სულაბერიძის ღალატს ადასტურებს
”ორი ვარსკვლავისა” და ”ცეკვავენ ვარსკვლავების” გენერალური პროდიუსერის, ნოე სულაბერიძის მეგობარი ქალების თვლით დიდი ხანია, თბილისში თავს ირთობენ. ზოგი რამ მართალი აღმოჩნდება ხოლმე, ზოგიც – ჭორი. ყველას ახსოვს სკანდალური ჭორები, რომელიც ნოესა და ერთ ცნობილ მომღერალს ეხებოდა.
გავიდა გარკვეული პერიოდი და ქალაქში ისევ დაიწყეს ჭორაობა. ამჯერად ამბობდნენ, ნოე ნინი ბადურაშვილთან დადიოდა და ამის გამო უკვე საბოლოოდ დაენგრა ოჯახი, თუმცა ის, რომ ამ ამბავში ნინია გარეული, ჯერჯერობით არც ერთი წყაროთი არ დადასტურდა. დანამდვილებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეკა სამხარაძე ნოე სულაბერიძეს გაშორდა და განაცხადი გაყრაზე ჯერ კიდევ ორი თვის წინ შეიტანა, თუმცა მისი ქმრის ურთიერთობებზე ვინმე თიკა ჭანტურიძესთან, მხოლოდ ახლა შეიტყო.

კონფიდენციალური წყაროები გვეუბნებიან, რომ მას შემდეგ, რაც ნოე სულაბერიძემ ”ცეკვავენ ვარსკვლავების” გადაღებებზე ხელი მოიტეხა და სასწრაფოდ გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მას თან ახლდა თვალებზე ცრემლმომდგარი თიკა ჭანტურიძე.
Rating
გავიგეთ ისიც, რომ ნოე და თიკა ერთად იყვნენ თურქეთსა და ეგვიპტეში, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ეკა და ნოე ფაქტობრივი მეუღლეები გახლდნენ. ამის ირიბ დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს ”ინსტაგრამზე” ატვირთული ფოტოები, რომლებიც ორივეს ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას აქვთ გადაღებული, ოღონდ ცალ-ცალკე. წყვილი ხშირად დაუნახავთ ერთად ”რედისონის” ვერანდაზე.
Rating
ვინ არის თიკა ჭანტურიძე? თიკა ამჟამად ”იმედის” თანამშრომელია და ამბობენ, ნოე სულაბერიძის დახმარებით, ის მალე არხის სახეც უნდა გახდეს. თიკა ტყუპის დედა გახლავთ, ქმარს, ნიკა ჩახვაშვილს, ნახევარი წლის წინ დაშორდა.
Rating
ქმართან დაშორების შესახებ ფეისბუქსტატუსი ეკა სამხარაძემ დაახლოებით ორი თვის წინ განათავსა საკუთარ გვერდზე, თუმცა ნოე სულაბერიძემ მაშინ ეს ფაქტი უარყო.
Rating
მიუხედავად ეკას კატეგორიული მოთხოვნისა, ტელეპროდიუსერს ჯერ კიდევ არ მიუცია თანხმობა ოფიციალურ განქორწინებაზე, რასაც ეკა სამხარაძე თავად ადასტურებს ჩვენთან საუბარში.
- ეკა, ნოესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ… ამბობენ, თქვენს ყოფილ ქმარს რომანი აქვს თიკა ჭანტურიძესთან…- თიკა ჭანტურიძის შესახებ მეც ცოტა ხნის წინ გავიგე სხვადასხვა წყაროდან, რაც დადასტურდა კიდეც.
ზოგადად, ჩემი ყოფილი მეუღლის ”სექსისტორიების” კასკადი და მათი ამ ინტენსივობით გასაჯაროება – ეს უკვე სინდრომია. მიხარია, რომ ეს პათოლოგია რა ხანია, ჩემი სამკურნალო აღარ არის.
- ნოესა და ნინი ბადურაშვილის რომანზე თუ გსმენია რამე…- მეტის თქმას აღარ ვაპირებ.
- მართალია, რომ ნოე განქორწინებაზე არ გთანხმდება?- მართალია.
წყარო: “რეიტინგი”