2013 წლის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი აგაკანკალებთ

ემოციურმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა Cargo-მ ("ძვირფასი ტვირთი") მსოფლიოში მოკლემეტრაჟიანი ფილმების უმსხვილეს ფესტივალზე, Tropfest 2013-ზე პირველი ადგილი დაიკავა. 

7-წუთიანი ფილმი შესაძლო ზომბი-აპოკალიფსის შესახებაა და მოგვითხრობს ზომბი მეუღლისგან დაკბენილ მამაკაცზე, რომელიც იქამდე, სანამ ზომბად იქცევა, მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანის - პატარა ქალიშვილის გადარჩენას ცდილობს.

ფილმის რეჟისორები ბენ ჰოულინგი და იოლანდა რამკე არიან. სცენარი იოლადა რამკემ დაწერა. მთავარი როლი მსოფლიოში ნაკლებად ცნობილმა ავსტრალიელმა მსახიობმა ენდი როდორედმა შეასრულა.