ბოტოქსის მოწინააღმდეგე ”ჰოლივუდის” ვარსკვლავები (ფოტო)

ბოტოქსის და პლასტიკური ქირურგიის ავკარგიანობაზე მთელ მსოფლიოში განუწყვეტელი კამათი მიდის, ადამიანებს ვერ გადაუწყვიტავთ ბუნებრივი დაბერება სჯობს თუ არაბუნებრივი ახალგაზრდად დარჩენა.
ამ საკითხთან დაკავშირებით იმ ქალების აზრს გთავაზობთ, რომლებიც წლების წინ სილამაზის ეტალონებად იყვნენ წარმოდგენილი, ამჟამად კი მათ წინაშეც დგას ნაოჭების ყოფნა-არყოფნის საკითხი.


კეიტ ბლანშეტი- ”დიდი ხნის განმავლობაში სახის პლასტიკა მოდური იყო, ადამიანები თავის გარეგნობას სურვილისამებრ იცვლიდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ ეს მთლად ჯანსაღი პროცესი არაა, მე გადავწყვიტე, რომ მზად არ ვარ შევეგუო ჩემს სახეზე პლასტიკის კატასტროფულ შედეგებს”

რეიჩელ ვაისი- ”ბოტოქსი მსახიობებისთვის აკრძალული უნდა იყოს, როგორც სპორტსმენებისთვის სტეროიდებია აკრძალული, სამსახიობო ხელოვნება სახის გამომეტყველებაზეა დამოკიდებული და რატომ უნდა გადაჭიმო ნაოჭები?”

ჯულია რობერტსი- ” სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ უმნიშვნელო დეფექტების გამოჩენის შიშით აღსავსე საზოგადოებაში , სადაც ქალები ვერ აძლევენ საკუთარ თავს შანსს, ნახონ როგორ ბერდებიან. ვიდრე მოვკვდები, მე მინდა ჩემი ნამდვილი სახე შევინარჩუნო, მინდა რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ, როდის ვარ გაბრაზებული, როდის ბედნიერი და როდის დაბნეული, სახე ხომ ისტორიას გვიყვება...ეს ისტორია კი ექიმთან ვიზიტების ისტორია არ უნდა იყოს”

კამერონ დიასი- ”მე გამომიყენებია ბოტოქსი, მაგრამ ამ პროცედურამ იმდენად შეცვალა ჩემი გარეგნობა, რომ მე ვუთხარი საკუთარ თავს: ჯობია უყურო შენს სახეს, რომელიც ბერდება, ვიდრე იმ სახეს , რომელიც შენ აღარ გეკუთვნის”