კამერამ გამოიჭირა: ძიძამ 250 ათასი მოიპარა და საცვლებში ჩაიწყო

პოლიციის თანამშრომლებმა 36 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც დამქირავებლებს 250 ათასი რუბლი მოპარა. მისი დაკავება სათვალთვალო კამერების ჩანაწერის საფუძველზე მოხდა, რომელიც დაზარალებულების საცხოვრებელ სახლში იყო დამონტაჟებული. ძიძამ ოჯახის პირადი ნივთები გაჩხრიკა და როდესაც ფულის შეკვრები იპოვა, თითოდან ცოტ-ცოტა ამოიღო. მოპარული ფული საცვლებში ჩაიწყო და ბავშვზე ზრუნვა გააგრძელა.


დამნაშავეზე საქმე არის აღძრული და მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.