"ალასანიას ამ გამოსვლას პირდაპირი კავშირი აქვს 15 ნოემბერთან!.. ეს კაცი დასაპატიმრებელია!"

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. მისი შეფასებით, ირაკლი ალასანია „პირწავარდნილი კარიერისტია" და მან დღევანდელი „თავხედური გამოხტომის" გამო პასუხი უნდა აგოს.

„ა ე გ რ ე !!! მიიღო თუ არა ბ ი ძ ი ნ ა მ და მისმა უახლოესმა გარემოცვამ უძლიერესი დარტყმა წ ე ლს ქ ვ ე მ ო თ?! მუდამ ვამბობდი ა ლ ა ს ა ნ ი ა არის პირწავარდნილი კ ა რ ი ე რ ი ს ტ ი, რომელიც ყველაფერს გაწირავს კარიერის გულისთვის! ალასანიას დღევანდელი გამოხტომა იყო თ ა ვ ხ ე დ ო ბ ა!!! ბატონო ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ო !!!! ვიდრე ჯერ კიდევ გვიან არ არის! სასწრაფოდ, დაანიშნინეთ ვ ა დ ა მ დ ე ლ ი საპარლამენტო არჩევნები!!!! და "ალასებს" და "რესპებს" კოალიციის გარეშე, ცალკე მიაღებინეთ მონაწილეობა! 3 პროცენტს რომ ვერ აცდებიან, აი, მერე მ ი ა ყ ე ნ ე ბ ე ნ ერთ ადგილს! თქვენ კი ეცადეთ უ ს ა მ ა რ თ ლ ო დ (სწორედ ალასანიას და „რესპუბლიკელების" ენის ჭარტალის გამო) განაწყენებული ერთგული ადამიანები დაიბრუნოთ, ჩამოაყალიბოთ მართლა ძლიერი პოლიტიკური გუნდი და წარმოუდგენლად მარტივი შეცდომები აღარ დაუშვათ!!! ფაქტია, რომ ალასანიას ამ გამოსვლას პირდაპირი კავშირი აქვს 15 ნოემბერთან! დროზე ქენით რამე! ვიდრე ძალიან გვიან არ არის! როგორ უნდა გააბედინოთ რომ ნებისმიერმა მ ი ნ ი ს ტ რ მ ა, თუკი მის მოადგილეს დააპატიმრებენ, ასე თავხედური გამოხტომები დაიწყოს? ეს კაცი, ფაქტობრივად, დასაპატიმრებელია!"- წერს ბაკურ სვანიძე