იდეალური ჟელატინი - სახსრების, სუსტი თმის და ფრჩხილების მკურნალობა

ჟელატინით ყველაზე მეტად მაინც ხალხური მედიცინა ინტერესდება. შეიცავს კოლაგენს და გამოიყენება კულინარიაში, მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში.

სააგენტო როიტერის ცნობით, ამერიკაში ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 175 ართრიტით დაავადებულმა ადამიანმა. მათ ყოველდღიურად აძლევდნენ 10 გ ჟელატინის ფხვნილს. ასეთი მკურნალობიდან უკვე 14 დღის შემდეგ უმეტესობას გაუუმჯობესდა სახსრების მოძრაობა და კუნთების ძალა.


საქმე იმაშია, რომ ამინომჟავები, რომლებიც ჟელატინშია, ხელს უწყობენ სახსრის ხრტილის ელასტიკურობას და იცავენ სახსრებს დაშლისაგან.

ხალხური მედიცინა გვთავაზობს სახსრების დაავადებების (ართრიტი, ართროზი, ოსტეოპოროზი, მყესის დაჭიმულობის ) პროფილაკტიკის და მკურნალობის მარტივ რეცეპტს. ამის გარდა ეს რეცეპტი სასარგებლო იქნება სუსტი თმის და ფრჩხილების მქონე ადამიანებისთვის.

მომზადება:

საღამოს ძილის წინ 1 ჩ.კ. ჟელატინს დაასხით ნახევარი ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი. დატოვეთ მთელი ღამე. მიღებულ მასას დილას დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და დაასხით ადუღებული წყალი ჭიქის შევსებამდე. კარგად მოურიეთ და დალიეთ თბილი სითხე უზმოზე.

მკურნალობა ტარდება 10-დღიანი კურსით, რის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ. ზოგიერთი დაავადების მკურნალობა შეიძლება ხანგძლივად გაგრძელდეს - 3 თვე და მეტიც. ყველაფერი დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურობაზე.

სახსრების დაავადებების პროფილაკტიკისთვის და როგორც თმის და ფრჩხილების გასამაგრებელი საშუალება, ეს რეცეპტი შეიძლება გამოიყენოთ კვირაში 1-2-ჯერ. ამის გარდა მარტივი და სასარგებლო იქნება ჩართოთ თქვენს რაციონში კერძები და დესერტი, რომლებიც დამზადებულია ჟელატინით: "ხალადეცი", მუსები, ჟელე, მარმელადი.

კესო ლაღიძე