ღარიბაშვილი-ივანიშვილის სატელეფონო საუბარი გოგა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში ”გაავრცელა”

”ნაცები გვისმენენ ირაკლი, ეგრე უნდა ვთქვათ. აბა ნახე რა ნებიერად გამომდის: ოჰ, ორი თვეა არ დაგირეკავს, როგორ ხარ ირაკლი?”

ყოფილი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრების სატელეფონო საუბარი ”ნაციონალმა” დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში ”გაავრცელა”:


”- ალო, რომელი ხარ კაცო?!

- ირაკლი ვარ ბატონო ბიძინა.

- ოჰ, ორი თვეა არ დაგირეკავს, როგორ ხარ ირაკლი?

- გუშინ არ გელაპარაკეთ ბატონო ბიძინა?

- ნაცები გვისმენენ ირაკლი, ეგრე უნდა ვთქვათ. აბა ნახე რა ნებიერად გამომდის: ოჰ, ორი თვეა არ დაგირეკავს, როგორ ხარ ირაკლი?

- კარგად ბატონო ბიძინა, ორი თვეა არ დამირეკავს და გუშინ რომ გთხოვეთ იმ საკითხზე რა გადაწყვიტეთ?

(ვთპ!)”

http://www.newposts.ge/