ექსკლუზივი - გიორგი ყიფშიძე ცოლთან შერიგებაზე - "ადრე იყო ისევ ერთად გაგვეღვიძა"

გიორგი ყიფშიძე ცოლს შეურიგდაო, თბილისი აჭორავდა. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მსახიობი მეორე ნახევართან ერთად უკვე აქტიურად ჩნდება. შეყვარებულებს გვანან. ახალი სუნთქვა გაეხსნათ. ანი ჩიკვილაძე და გიორგი ყიფშიძე 11 წელია ერთად არიან, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა კრიზისული პერიოდი ედგათ. ქალაქში ჭორაობდნენ, გიორგის და ჯულიანა ბარგნარს რომანი აქვთ და მსახიობი სახლიდანაც კი წამოვიდაო.  ანი და გიორგი ცალკ-ცალკე ნამდვილად ცხოვრობდნენ, ოთხი თვე. თუმცა ბოლოს მაინც მიხვდნენ, რომ ერთამანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ. დეტალურად იმის შესახებ - თუ რა მოხდა წყვილს შორის და რას ამბობს გიორგი ჯულიანაზე, ორშაბათის "პრაიმტაიმში" წაიკითხავთ.


-   შეყვარებულობის პერიოდს გავს?

გიორგი: აბა, რა! ზუსტად ის ემოცია მოდის, რაც იმ პერიოდში გვქონდა ერთამანეთის მიმართ.

ანი: სანამ იმ ეტაპამდე მივიდოდით, რომ ისევ ერთად გვეცხოვრა, ერთად დავდიოდით.

-  პაემნებზე?

-  კი.  შევრიგდით, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჯერ ადრე იყო ისევ ერთად გაგვეღვიძა. ამიტომ აგვისტოდან სექტემბრამდე ერთმანეთს პაემნებზე ვხვდებოდით.

http://primetimenews.ge/