სატელეფონო ზარი ბუბა კიკაბიძესთან: “ჩვენ თქვენ დაგხვრეტთ!“

მომღერალ ბუბა კიკაბიძის თქმით, ტერორისტებმა მას ტელეფონით დაურეკეს და უთხრეს, რომ მის დახვრეტას აპირებენ.

„ცოტა ხნის წინ დამირეკეს:


„გისმენთ! – „ვახტანგი ბრძანდებით?“ – „კი“ – „ჩვენ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან ვრეკავთ“. მე სიცილი დავიწყე,რადგან ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. ვამბობ: „და რა?“ – “ჩვენ თქვენ დაგხვრეტთ!“. იმას, რაც მათ ამის შემდეგ ვუთხარი, ვერ გავიმეორებ. ეს ყველაფერი ძალიან კომიკურად გამოიყურება“, – აღნიშნა კიკაბიძემ გადაცემა „სვეტსკაია ჟიზნის“ ეთერში.

http://www.geworld.ge/