როგორ "განახევრდა" მაია კაჭკაჭიშვილი - კომპოზიტორის დიეტის საოცარი ეფექტი

ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა ბოლო დროს საგრძნობლად დაიკლო წონაში და გალამაზდა. ამბობენ, რომ მაიკო შეყვარებულია და ეს ცვლილება გარეგნობაზეც აისახა. "ამბები.გე" მაიკოს დაუკავშირდა:

- მაიკო, ბოლო დროს ძალიან გალამაზდი, რა არის ამის მიზეზი?
- კარგ განწყობაზე ვარ, რაზეც ადრე ვნერვიულობდი, ახლა აღარ ვნერვიულობ, სულ კარგ განწყობაზე ვარ და ეს ყოველთვის გამოსჭვივის. ყველა ადამიანი ლამაზია, მთავარია იყოს დადებით განწყობაზე. ბევრი პოზიტივი აფრქვიოს. ადრე დათრგუნული ვიყავი რაღაც პრობლემების გამო.


- წონაში როგორ დაიკელით?
- ერთ-ერთმა კომპანიამ ამიყვანა სახედ და მათი დახმარებით ვიკლებ თითქმის ყოველდღე. ვიცავ კალორიების დიეტას. მივირთმევ 3-4 საათში ერთხელ. ყველა პროდუქტს აქვს თავისი ენერგეტიკული ღირებულება და ვცდილობ იმდენი კალორია მივიღო რამდენიც სჭირდება ჩემს ორგანიზმს.

- არ გიჭირს მუდმივად კალორიების დათვლა?
- თავდაპირველად 6 საათიანი ტრენინგები გვიტარდებოდა და სწორედ მაშინ შევისწავლე რომელ პროდუქტს რამდენი კალორია აქვს. ასევე ვიცი, რომელია რეკომენდირებული პროდუქტები. შემწვარსაც მივირთმევ და მოხარშულს საკვებსაც, არც ცომეულზე ვამბობ უარს, უბრალოდ ვცდილობ კალორიები დავიცვა. თავიდან ყველგან კალკულატორით, პასტით და ფურცლებით დავდიოდი

ყველგან, ბარშიც ასე შევდიოდი და ვითვლიდი რომელ კერძში რამდენი კალორია იყო. ახლა უკვე ზეპირად ვისწავლე და მარტივად ვიცავ ამ წესებს.

- დღის მანძილზე რამდენი კალორიის მიღებაა დასაშვები შენთვის?
- მინიმუმ 750 და მაქსიმუმ 1150 კალორია უნდა მივიღო დღის მანძილზე. დაახლოებით 9 თვეში 31 კილოგრამი დავიკელი, თან ძალიან მარტივად.

- ამბობენ, რომ შეყვარებული ხარ, მართალია?
- არ ვიცი, ვისზე ამბობენ?

- ამბობენ, რომ აჩო ფალავანდიშვილია თქვენი რჩეული, ხშირად გხედავენ ერთად, თქვენი მეგობრები ამბობენ, რომ აჩო სულ ცდილობს შენთან ერთად იყოს და სურპრიზები მოგიწყოს?
- აჩო არის ჩემი მეგობარი.

- და მხოლოდ მეგობრობის გამო ცდილობს ამ ყველაფერს?
- რა თქმა უნდა, 22 წლის არის და ჩემი შეყვარებული როგორ იქნება?

- ფლირტიც არავისთან გაქვს?
- ნამდვილად არ ვარ შეყვარებული. არსებობს რამდენიმე ადამიანი ვინც მწერს, მაგრამ მე შეყვარებული არ ვარ.

თამარ ბოჭორიშვილი

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/116069-rogor-qganakhevrdaq-maia-katckatcishvili-kompozitoris-dietis-saocari-efeqti.html#ixzz3J1isRYy2