"იმედი"-ს წამყვანმა კახა ბენდუქიძის გარდაცვალების სიუჟეტის შემდეგ იცინა VIDEO

"ნაციონალური მოძრაობი"-ს წევრი ეკა ხერხეულიძე ტელეკომპანია "იმედისგან"  ბოდიშის მოხდას ითხოვს.

"ამ გოგომ უზრდელობით ერთხელ უკვე დამამახსოვრა თავი, როდესაც ოპერატორს კადრი გაექცა და მიშასადმი გინება პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზა. მაშინ ვიფიქრე, რომ ერთი უტვინო არსებაა და რა გაეწყობათქო. დღეს თავად დამარწმუნა, რომ ბორიტიც ყოფილა. მოვითხოვ ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობისგან, რომ საჯარო ბოდიში მოგვიხადის იმ ათასობით გულნატკენ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასი იყო კახა ბენდუქიძის სიცოცხლე!",- წერს სოციალურ ქსელში ეკა ხერხეულიძე.