კახა ბენდუქიძის ლონდონიდან გადმოსვენების დრო ჯერ დაზუსტებული არ არის

ეკონომიკის ყოფილ მინისტრს და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელს კახა ბენდუქიძეს თბილისში დაკრძალავენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახა ბენდუქიძის ახლობლებმა განუცხადეს , თუმცა, მათი თქმით, როდის ჩამოასვენებენ ბენდუქიძეს დიდი ბრიტანეთიდან ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ვინაიდან ეს გარკვეულ პროცედურებს უკავშირდება.

კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გუშინ, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მას შვეიცარიაში გულზე სტენტირების ოპერაცია გაუკეთეს.