ლალი მოროშკინას ღია წერილი „ჯიბეამოკემსილებს“

პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საკუთარ facebook-გვერდზე  ღია წერილის გამოქვეყნებით ეხმაურება.

„ღია წერილი ჯიბეამოკემსილებს!

პირადად არ ვიცნობ, არც მისაუბრია... ვიცი, რომ მოსწონს იმპრესიონიზმი, შესაბამისად ექსპრესიულია. არ უყვარს ტყუილი, უყვარს ოჯახი...

ხან ზევსივით მრისხანე და ხან ბავშვივით მიამიტია...


რა უნდა?

ეს კითხვა მაშინ არ გაგჩენიათ, მისგან ბოძებულ, თქვენით არაგამომუშავებულ მატერიალურ სახსარს რომ გახვრეტილი ჯიბისკენ მიაქანებდით?

მე იმ ვრცელ, ხელგამოწვდილთა სიაში არ ვყოფილვარ და ამიტომაც დღეს შემიძლია ღიად საუბარი ამ თემაზე!

თქვენ კი იმ ჯიბეში მისი ფულებით ნახვრეტამოკემსილები როგორ ბედავთ ამდენს?

არც ის სიები გამქრალა სადმე და არც მასობრივი ამნეზია დაგვმართნია!

„ორი სიტყვა სულ გახსოვდეთ - გმადლობთ, ბოდიში".

-ეს მისამღერი ჩემი ღრმა ბავშვობიდანაა...

„ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ"...

თქვენ საიდან მოხვედით? საით მიდიხართ? ვინ ხართ საერთოდ?

უ მ ა დ უ რ თ ა

მ ო დ გ მ ა!!!

P.S.  გახსოვდეთ, ჯიბე უსულო საგანია და ერთი ცუდი თვისება აქვს - უცებ ცარიელდება!" - წერს ლალი მოროშკინა.

- See more at: http://people.ge/?m=13&ID=1710#sthash.7NTA20p4.rU6MSKV1.dpuf