სახლის პირობებში მოსამზადებელი თმის ცვენის შესაჩერებელი საოცარი ნიღაბი

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
1 ამპულა ვიტამინი B6;

1 ამპულა ვიტამინი B12;

1 გრ ვიტამინი C (იყიდება აფთიაქებში);

2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი;

2 სუფრის კოვზი თაფლი (ორთქლის აბაზანაზე შემთბარი);

2 სუფრის კოვზი თმის ბალზამი.


ყველაფერი კარგად აურიეთ. დაიდეთ თმაზე დაბანამდე 1 საათით ადრე ჯერ ძირებზე, შემდეგ თანაბრად გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. დაიფარეთ თავზე შხაპის ქუდი და შეიფუთეთ პირსახოცით (ვიღებთ საუნის ეფექტს).

ნიღაბი მარტივად ჩამოიბანება, რადგან მასში შედის ბალზამიც.