”მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები” - ხიდაშელი ალასანიას მხარდაჭერას უცხადებს


კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიებიდან ფასეულობებით ყველაზე ახლოს "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები" მოიაზრებოდნენ. მათი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, როგორც ჩანს, არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც ალასანიას "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია დატოვეს, ხოლო "რესპუბლიკელებმა" კვლავ კოალიციაში დარჩენა ამჯობინეს.


მას შემდეგ, რაც დღეს დილით, ქვეყნის პრემიერმა ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტების თხოვნა, შეეფასებინა პრემიერის სიტყვები, არ დააკმაყოფილა და მხოლოდ მცირეთი კომენტარით შემოიფარგლა. "ეს კითხვა დასვით სათანადო შენობაში და სათანადო რესპონდენტთან", - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიასთვის პირდაპირი მხარდაჭერის გამოცხადებას არ მორიდებია თინა ხიდაშელი, რომელიც Facebook-ზე წერს, რომ მას არ ჰყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები.

Facebook/ თინა ხიდაშელი:

"მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები თან 24 წელი ასეთებთან მეგობრობა გაძნელდებოდა არც ქვეყნის ღალატი და საბოტაჟნიკობა შემიმჩნევია.

აი პირიქით კი, რამდენიც გინდაც. ქვეყნის სიყვარული, თავდადება, ერთგულება ულევი. ამბიციური კი კარგია", -წერს ხიდაშელი.