"მისი ყველა გამოსვლა ამოჭრილია" - რომელი პოლიტიკოსი "დაიბლოკა" myvideo.ge-ზე?

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბაკურ ბაკურაძე Facebook-ზე წერს, რომ ვიდეოპორტალ Myvideo.ge-დან ყველა ის სატელევიზიო გამოსვლის ჩანაწერი, რომელშიც ნინო ბურჯანაძე იყო რესპოდენტი, საიტიდან "ამოჭრილია". ბაკურაძე იმედს იტოვებს, რომ ვიდეოპორტალი დროულად გამოასწორებს აღნიშნულ პრობლემას.


Facebook/ ბაკურ ბაკურაძე:

"4 ნოემბერს "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი პირდაპირ ეთერში ჩაერთო გადაცემა არჩევანში რუსთავი 2-ზე 23:40 საათზე და ინტერვიუ გაგრძელდა 23:59 საათამდე.
5 ნოემბერს ნინო ბურჯანაძე გახლდათ "მაესტროს ცხრიანის" სტუმარი 22:45 საათზე და საუბრობდა 22:58 საათამდე.
ასევე 5 ნოემბერს ნინო ბურჯანაძე გახლდათ "ეკა ხოფერიას" თოქ-შოუს სტუმარი, რომელიც დაიწყო

ტრადიციულად 22:00 საათზე და ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან გრძელდებოდა 22:37 საათამდე.
myvideo.ge!!!!!!!!!
გაოგნებული ვარ...
სწორედ ეს დროები არის ამოჭრილი (ამ წუთამდე, პოსტის დადებამდე კიდევ გადავამოწმე) ამ საიტზე არქივიდან. მინდა ვიფიქრო რომ ეს ყველაფერი არის დამთხვევა ან ტექნიკური პრობლემა. არ მინდა ვიფიქრო, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობას" კვლავ ხელეწიფება შეცვალოს, გააქროს ან დაამახინჯოს ინტერნეტ სივრცეში ინფორმაცია, როგორც ის ამას ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდა, მაშინ, როდესაც ქალბატონი ნინო ბურჯანაძის რეალური პოზიცია ან დამახინჯებულად ან საერთოდ არ მიდიოდა მოსახლეობამდე.

იმედს ვიტოვებ myvideo.ge დროულად გამოასწორებს აღნიშნულ პრობლემას", - ამბობს ბაკურაძე.

წყარო http://www.ambebi.ge