ავარია რიკოთზე-ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან(ფოტო)

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთის უღელტეხილზე. დასავლეთიდან რიკოთის გვირაბის მიმართულებით მოძრავი ამონიუმის სასუქით დატვირთული სატვირთო ავტომანაქანა გადატრალდა და დაახლოებით ხუთი მსუბუქი ავტომანქანა მოიყოლა. მოქალაქის განცხადებით ამ დროისთვის სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე იმყოფებიან საასწრაფო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მობილიზებულია საპატრილო პოლიცია. როგორც "პირველ რადიოს"
თვითმხილველმა განუცხადა, სასწრაფო დახმარების მანქანაებს ამ წუთებში დაშავებულები სავადმყოფებში გადაჰყავთ. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეჩერებული იყო მოძრაობაც. თვითმხილველების განცხადებით, ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. ავტოავარიის შედეგად მოძრაბა გადაკეტილია. მომხდართა დაკავშირებით ჩვენ დეტალების დასაზუსტებლად შსს-ს დავუკავშირდით მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ