თოლორდავას ოჯახისთვის გადარიცხული თანხა განხილვის საგნად იქცა

ეკო ფანგანი: „ვისაც 10 000 ლარი სასაცილოდ არ ჰყოფნის, იქნებ დანარჩენი თვითონ დაამატოს და მერე იცინოს“
ეკო ფანგანი თამუნა ყურაშვილის პოსტს, ეხმაურება და „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შემდეგი სახის განცხადებას აკეთებს.
ეკო ფანგანი: „სამწუხაროდ, ეს ქალბატონი მეგობრებში არ მყავს, ამიტომ ვერ ვწერ კომენტარს (ეს ფოტო მაჩვენეს) და იქნებ ვინმემ გადასცეთ, ბევრი საერთო "ფრენდი" გვყავს. კოტე თოლორდავას TBC ბანკში არ ჰქონდა კრედიტი, ბანკში "რესპუბილიკა" ჰქონდა!

10 000 ლარი თუ ვინმესთვის დაცინვაა, სხვისთვის ძალიან ბევრი ფულია. კოტეს ოჯახს ფაქტიურად საარსებო შემოსავალიც არ აქვს, არადა მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, ასევე კოტეს ორსული ცოლი, რომელმაც რამდენიმე თვეში უნდა იმშობიაროს და კოტეს დედა- ხანშიშესული, ავადმყოფი ქალბატონი. ასე რომ, დიდი მადლობა მამუკა ხაზარაძეს (კოტეს ოჯახის და მეგობრების სახელით) და ყველა იმ ადამიანს, ვისაც დახმარების სურვილი უჩნდება. ხოლო მათ, ვისაც 10 000 ლარი სასაცილოდ არ ჰყოფნის, მაშინ იქნებ დანარჩენი თვითონ დაამატოს და მერე იცინოს