"შეგვინდია... გაგვიმწარა ოჯახი... მაგას ეგ სასჯელიც ეყოფა" - ბექა მარგიშვილის მეუღლე შალვა აბულაძის დაკავებაზე

მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის მეუღლის კომენტარს, შალვა აბულაძის დაკავებაზე, ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

4 აპრილს ვარკეთილში შალვა აბულაძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცეცხლი გაუხსნა ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს. მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, გრძელიშვილი კი ამ დრომდე მკურნალობს. პოლიციელის მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდა და იგი სპეცოპერაციის დროს დღეს, გამთენიისას დააკავეს.