ერთი წლის ვარსკვლავმა ინტერნეტი დაიპყრო


14 თვის გოგონა უკვე 250 დოლარს შოულობს თითო ფოტოთი... ამ პატარა ავსტრალიელი მილი-ბელ დაიმონის კარიერა იმით დაიწყო, რომ დედამისმა შაი ფოქსმა გოგონას სმარტფონით გადაუღო ფოტოები და თავის ინსტაგრამზე ატვირთა. არც კი უფიქრია, რომ გვერდი, რომელსაც მხოლოდ ახლობლებისთვის ქმნიდა, ასეთი პოპულარული გახდებოდა და მილი-ბელის შესახებ მსოფლიო გამოცემები დაწერდნენ. მით უმეტეს იმას, რომ ცნობილი ბრენდები საკმაოდ სოლიდურ თანხებს შესთავაზებდნენ მხოლოდ იმაში, რომ მათი ბრენდის სამოსით გადაეღო პატარას ფოტოები.
ფართო საზოგადოებამ მის შესახებ მას მერე გაიგო, რაც მისი ერთ-ერთი ფოტო საბავშვო მოდის გვერდზე მოხვდა. ამის მერე დაინტერესდნენ მოდური სააგენტოებიც და ჩვეულებრივი ინტერნეტმომხმარებლებიც. დღეს მილი-ბელი ერთ-ერთი ყველაზე მოდური ბავშვია და მის გვერდს ინტერნეტში 100 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. 

mshoblebi