"ნარკოტიკის მოხმარება "ცუდი და უზნეო" ადამიანების "მავნე ჩვევა" არ არის" - ნათია ფანჯიკიძე კოტე თოლორდავას გარდაცვალებაზე წერს

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალების ამბავს ეხმაურება და ფეისბუქზე მისი გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებულ არაერთგვაროვან გამოხმაურებებზე წერს:

"ეს ამონარიდი განო მელითაურის, კოტე თოლორდავას მეუღლის ინტერვიუდანაა. წლების წინ მამამ გადაურჩინა შვილს მომავალი დიდი სიყვარული, რომელსაც გადაუვადა კვლავ მისივე ქალიშვილის წინაშე სიკვდილი.


"როდესაც კოტემ შეგიყვარა, თუ იცოდა, რომ იშხნელების შთამომავალი იყავი?
- კი, იცოდა... მაგრამ ვიდრე ერთმანეთს გავიცნობდით, ასეთი რამ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში: თამარის პანაშვიდის დღეს, კოტე ავარიაში მოყვა. აბაშიძეზე დიდი ავარია მოხდა და ბევრი მანქანა გაეხვია გაუგებრობაში. მაშინ 8 წლის ვიყავი,

მამაჩემის მანქანაში ვიჯექი და იმ მძიმე კადრს ფანჯრიდან ვუყურებდი. მამამ "სასწრაფო დახმარება" გამოიძახა და შეიძლება ითქვას, რომ გადაარჩინა ბიჭი, რომელიც წლების შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა. "

დღეს წავიკითხე, ზედოზირებით გარდაიცვალაო და არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა, როგორც ყველაფერს ჩვენშიც და პრინციპში, ზოგადად, ამქვეყნადაც. ნარკოტიკის მოხმარება სირცხვილი არაა, ეს უბრალოდ სიკდილთან წაგებული თამაშია, სადაც სიკვდილი მაშინაც გამარჯვებულია, როცა ფიზიკურად ცოცხალი რჩება ადამიანი. ნარკოტიკის მოხმარება "ცუდი და უზნეო" ადამიანების "მავნე ჩვევა" არ არის" - წერს ნათია.