საკვერცხის კიბოს 9 შემაშფოთებელი სიმპტომი - ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს

რაც უფრო ადრე გამოვლინდება ვერაგი დაავადება, მით დიდი შანსია პაციენტის გადასარჩენად. რა იწვევს საკვერცხეების კიბოს? ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. თუმცა მისი სიმპტომების შესახებ ყველამ უნდა იცოდეს.


1. წონის კლება - ათი ან მეტი კილოს დაკლება - თუ დიეტაზე არ ხართ. უმიზეზო გახდომა რამდენიმე სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებს, მათ შორის, კიბოზეც.

2. საკვერცხეების კიბო რაღაცით ცისტიტს ჰგავს, ხშირ-ხშირად გინდებათ ტუალეტში.

3. გახანგრძლივებული ტკივილი წელის მიდამოში.

4. კუჭის აშლილობა, სიმძიმე მუცელში, შებერილობა.

5. თავის ტკივილი კუჭის აშლილობასთან ერთად. კიბო ის დაავადებაა, რომლის დროსაც ყველა ორგანო ერთიანად ზიანდება.

6. გულძმარვა - სინამდვილეში, ეს სიმპტომი უვნებელი არაა. აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევა.

7. ვაგინალური სისხლდენა. თუ ციკლამდე სისხლდენა შეამჩნიეთ, აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევა.

8. დაღლილობა, ენერგიისა და კონცენტრაციის დაბალი დონე.

9. ტკივილი სექსის დროს.

გაფრთხილდით, აკონტროლეთ საკუთარი თავი და დროულად ჩაიტარეთ გამოკვლევა. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!