NASA გადაგიხდით 18 000 დოლარს თუ 70 დღე გადაბმულად იწვებით, გაინტერესებთ დეტალები?

თუ თქვენ ისედაც გიჭირთ საწოლიდან წამოდგომა, NASA-ს თქვენთვის სამუშაო აქვს.

ისინი ირჩევენ მოხალისეებს, რომლებიც დაწვებიან საწოლში. საწოლი იქნება დახრილი 6 გრადუსით, 70 დღის განმავლობაში.

მონაწილეები, რომლებიც გაივლიან პროექტს წარმატებით, მიიღებენ 18.000 დოლარამდე.


ეს ექსპერიმენტი ტარდება იმ პირობების შესასწავლად, რომელშიც კოსმონავტებს უწევთ ცხოვრება. “ნასას” სჯერა, რომ იპოვის ფიზიკურ ცვლილებებს, რომლებიც დაეხმარებათ მათ გაიგონ იმ დავალებების დონე, რომლებისთვისაც კოსმონავტებს აგზავნიან. ინფორმაცია გამოყენებული იქნება მეთოდების შესაქმნელად, რომლებიც კოსმონავტებს დაეხმარებიან ადაპტაცია გაიარონ კოსმოსში და უფრო წარმატებულად გაატარონ დღეები დედამიწის გარეთ.

მოხალისეები დაიყოფიან ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი იქნება ნასას გამოკვლევების ცენტრში 105 დღის განმავლობაში და ზედამხედველებთან ერთად შეასრულებს ფიზიკურ დავალებებს. მეოერ ჯგუფი კი ობიექტზე გაატარებს 97 დღეს და არ შეასრულებს არანაირ ფიზიკურ ვარჯიშს.

ინფორმაცია ძვლების, კუნთების, გულის სისტემის, ნერვული სისტემის და ასევე იმუნური სისტემის შესახებ იქნება ჩაწერილი და გამოკვლეული. როცა მონაწილეებს მოუნდებათ შხაპის მიღება ან ტუალეტში გასვლა, ისინი გამოიყენებენ “ნასას” სპეციალურ ხელსაწყოებს, რომლების საშუალებითაც არ არის აუცილებელი ფეხზე წამოდგომა. ორივე ჯგუფს შეუძლია გაატაროს რამდენიმე დღე ჩვეულებრივ პირობებში.

ამის გარდა, გამოკვლევის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია 2 კვირიანი სარეაბილიტაციო კურსი, რომლის შემდეგაც ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.

NASA გადაიხდის 1200 დოლარს ყოველ კვირას, რაც შესაძლოა გაგრძელდეს 15 კვირის განმავლობაში.

ისევ გაინტერესებთ? მონაწილეები უნდა იყვნენ ფორმაში, რომელიც შეესაბამება შტატების მომზადების მესამე დონეს.
«ჩვენ არ გვჭირდება სახლში მჯდომები ამ გამოვკლევისთვის» — ამბობს რონი კრომბელი, პროექტის ხელმძღვანელი.